პარტია „ლელოს“ სამტერდიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს მანქანა დაუზიანეს.
გივი ჯულაყიძე ამბობს, რომ ავტომობილის დაზიანებას პოლიტიკას უკავშირებს.
“დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა, მაშინვე დავურეკე პოლიციას და მანქანა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს მოკვლევა. ამ ყველაფერს ჩემს აქტივობებს ვუკავშირებ, არ მოსწონთ სამტრედიაში მოსახლეობა მხარს რომ გვიჭერს.”
მისი თქმით, შემთხვევა, 9 სექტემბერს , ღამით, პარტიის ოფისის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.











