მხვერპოლით დასრულდა სამტერდიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს დაეჯახა. ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი ორი ადამიანი.
ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფების მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
ავტორი: კესო მოლაშხია











