სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 26 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია. მათგან 13 ახალციხის, 13 კი ახალქალაქის სასწრაფო დახმარების პერსონალია. ინფიცირებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების როგორც ექიმები და ექთნები, ასევე მძღოლებიც.
ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის კორონავირუსის დადასტურების შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების განყოფილების მენეჯერმა ერემ ეზოიანმა დაადასტურა. იგი ამბობდა, რომ თანამშრომლების იზოლაციაში ყოფნის გამო, ახალქალაქის სასწრაფო დახმარება არ მუშაობდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ ახალქალაქში დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება მოუწიათ.
“დამატებითი ეკიპაჟი მობილიზდა და ემსახურება ახალქალაქის მოსახლეობას”, – განმარტეს პრესსამსახურში.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების გარდა, რეგიონში COVID-19 სამედიცინო პერსონალს დადასტურებული აქვს, ახალციხის კლინიკა „იმედსა“ და „ევექსშიც“.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











