fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამწლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება 384 სოფელში დასრულდება და მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული – პრემიერი

12:00 ოქტომბერი 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
783
ნახვა

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში.

„დღეს მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ გვქონდა ასეთი შეხვედრა და მაშინ ვთქვით, რომ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამა დაიწყება და მისი დასრულება დიდი ხნით არ გადავადდება. ერთი წელი გავიდა, ჩვენ უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს, რაზეც მინდა, რომ ერთად ვისაუბროთ. 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში, აქედან, 92 დასახლებული პუნქტი და სოფელი გახლავთ სამეგრელოში, მათ შორის წალენჯიხაში. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების  ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მონაცემი ევროპაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება წალენჯიხას, მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 130000 გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება.

„რაც შეეხება წალენჯიხას, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული, დაახლოებით 130000 გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ სხვაობა დიდ ქალაქებს, სოფლებსა და დაბას შორის. მთავრობა ვალდებულია, მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების ყოველდღიური პრაქტიკული პირობები, იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ ჩვენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარადგინა.

საქართველოს მთავრობის 2019-2021 წლების გაზიფიცირების 3 წლიანი გეგმის შესაბამისად, ბუნებრივი აირი საქართველოს მასშტაბით 384 სოფელში  შევა. გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 187 დასახლებულ პუნქტში, რამაც 35 859 აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება მისცა.

საქართველოს გაზიფიცირების სამუშაოებზე 2013 – 2021 წლებში ჯამში 659 მილიონამდე ლარი იხარჯება. გაზიფიცირების პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა განიხილავს 2022-2024 წლებში გაზიფიცირების ახალი სამწლიანი გეგმის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 211 დასახლებული პუნქტისა და 33 000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება იგეგმება.

თეგები: გიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია