ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„რა უფრო მნიშვნელოვანია – ის რაც ხდება ქუთაისში, თუ რაც ხდება თბილისში?
რა აკავშირებს და რა ყოფს ამ ორ პროცესს?
ერთის მხრივ არის ხალხი, რომელიც ქუჩაში იცავს მისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ფასეულობას.
მეორეს მხრივ მათგან იზოლირებული, კაბინეტებში ჩაკეტილი “არისტოკრატია” არკვევს, რომელი წარმოადგენს იგივე ხალხს.
პირველი ასახავს სახელმწიფოებრივ კრიზისს, მეორე პოლიტიკურს.
თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფალი მსახურია, თქვენთვის დღეს მთავარი ქუთაისია.
თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფალი ბატონია, თქვენთვის მთავარი დღეს თბილისია.
სამწუხარო ის არის, რომ დღეს თბილისსა და ქუთაისს შორის უფსკრულია“ – წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს 12 მარტს შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ეწვია. დანიელსონმა დღეს ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან შეხვედრები გამართა.
პარალელურად ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.










