სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ მძიმეწონიანი კონკურენტები არ ჰყავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ არ გვიხარია, რომ არ გვყავს მძიმეწონიანი კონკურენტები. ჩვენ გვყავს კანდიდატები, რომელთაც, სამწუხაროდ, კონკურენტები ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ისინი არ არიან ჩვენთვის მძიმეწონიანი კონკურენტები. თუ ეს ცნობადობა ნეგატივითაა შემოსილი, ამასთან დაკავშირებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მათ, შალვა ნათელაშვილის ოფისში შეკრებილ საზოგადოებას აქვს პრობლემები, ზოგ მათგანს საკუთარი წარსული ამძიმებს, ზოგს – დღევანდელი დღე. სამწუხაროა, რომ ისინი არ არიან ძლიერი კონკურენტები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ნახეთ, მაჟორიტარი კანდიდატების სრული სია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.











