„ეს არის მონური მორჩილება, რასაც თქვენ აკეთებთ. სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე სიტყვა ვერ დაძარით პარლამენტში შემოსვლაზე“ – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარული სხდომის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„პირველი დიაგნოზი ის არის, რომ სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე სიტყვა ვერ დაძარით პარლამენტში შემოსვლაზე, პუფები ეძახეთ ერთმანეთს.
ის ადამიანი რას ლაპარაკობდა ვერ გაკადრებთ უბრალოდ ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის გამო.
მონურ მორჩილებაზე შევთანხმდით, შემდგარი ფაქტია, რომ მის (მიხეილ სააკაშვილის) გარეშე სიტყვა ვერ დაძარით“, – განაცხადა მდინარაძემ.











