„სანქციების თემა ნამდვილად არ მიხარია, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა ხდება. პირველად, ვერბალურად გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის მიმართ სანქციები, რაც გააჟღერა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგებელმა”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
“დღეს ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო მდივნის ძალიან კრიტიკული „ტვიტი“ მოსამართლეთა დანიშვნისა და იმის შესახებ, რომ უხეშად არღვევს „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებას, ასევე იყო ევროკავშირის განცხადება ფინანსურ დახმარებაზე. ასე რომ, სანქციები სამწუხაროდ, სულ უფრო რეალური ხდება და ღარიბაშვილებს, გომელაურებს, ასევე, მოსამართლეებს დაეკისრებათ პირადი სანქციები,“ – განაცხადა ჩიხლაძემ.









