საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ სამთავისის მცხოვრებია.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. ამ დროისთვის დამატებითი ცნობების მოკვლევა მიმდინარეობს.











