წალენჯიხის მუნიციპალიტეტ საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ხაზთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტეს.
ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის დროს დაწესებული 5-დღიანი კარანტინი. ასევე, მათი თქმით პრობლემა ექნებათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სოფელ წყოუშის საჯარო სკოლაში სწავლობენ.
„ეს არის დისკრიმინაციული კარანტინი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ე.წ. რუსი და აფხაზი მებაჟეები ადმინისტრაციულ საზღვარზე გაატარებენ მოსწავლეებს, თუ საქართველოს მთავრობა მოხსნის დისკრიმინაციულ კარანტინს“, – ამბობს მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი ოთო შენგელია.
შეგახსენებთ,რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ წელიწადზე მეტია ჩაკეტა ყველა ადმინისტრაციული საზღვარი. მხოლოდ დრო და დრო იხსნებოდა ენგურის ცენტრალური ხიდი. ამ დროისთვის ენგურის ხიდს მხოლოდ პენსიონრები და ენგურჰესის თანამშრომლები კვეთენ. მათ კი საზღვრის კვეთის შემდეგ პროტოკოლით 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას დამატებით პრობლემებს უქმნის.
ავტორი: თეა შონია











