საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანთან დაკავებული 63 წლამდე მწყემსი გაათავისუფლეს.
ჯუმბერ ფსიტიძე ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს მწყევსავდა.
სუსმა მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებრივ აამოქმედა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა, რის შედეგადაც დაკავებული მწყემსი მალევე გაათავისუფლეს.
მწყემსი ამჟამად კლინიკა „გორმედში” იმყოფება. ის საკარანტინე სივრცეში რამდენიმე დღეს გაატარებს, შემდეგ კი კვლევები ჩაუტარდება, მათ შორის Covid-19-ზეც.











