თბილისის საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ, აქციაზე დაკავებულთა პროცესი დღეს განახლდება.
დაკავებულები სასამართლომ დროებით გაათავისუფლა. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები.
თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში 12 ადამიანი დააკავეს.











