fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საპარაშუტო მომზადების სკოლაში სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა

12:33 ივნისი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
794
ნახვა

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის დასრულება პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომა შეასრულეს და ჰაერში საქართველოს სახელმწიფო და ბოლნისის ჯვრის დროშები გაშალეს. პარაშუტით ხტომა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატიდან AN-2 განხორციელდა, რომელიც  მარნეულის შერეული ესკადრილიიდან აფრინდა.

საჩვენებელი კომპონენტის შემდეგ საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის სპეციალისტთა გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. რეინჯერებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამას სპეციალური ოპერაციების ძალების 27 რეინჯერი ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში გადიოდა. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტებიც ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით,  პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი – პარაშუტით, ტვირთით და იარაღით.

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა 2000 წლიდან ფუნქციონირებს. დღეს საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.

თეგები: თავდაცვის სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა

სექტემბერი 9, 2021
767
პოლიტიკა

გენერალ-მაიორი ტომას კარდენი წეროვანში აშშ-ის საელჩოს წიგნების კუთხის გახსნას დაესწრო

აგვისტო 5, 2021
784
პოლიტიკა

ბურჭულაძე: მადლობა ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისთვის

ივლისი 22, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია