ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
როგორც მან საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, ეს ფონდი საჭიროა გახდეს უფრო გამჭვირვალე, რაზეც უკვე მიდის სამუშაო პროცესი.
„საპარტნიორო ფონდის რეფორმირება აუცილებელია და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ცხადია, რომ აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტი და ინსტრუმენტი არსებობდეს, რომელიც ბიზნეს სუბსიდიას გარანტიას მისცემს რასაც აკეთებს ახლა აწარმოე საქართველოში და ასევე კაპიტალურ ინერციებს მიაწვდის მათ, რასაც აკეთებდა საპარტნიორო ფონდი.
საჭიროა გახდეს მეტად გამჭვირვალე და ვფიქრობთ საპარტნიორო ფონდის კორპორატიზაციას“,- განაცხადა ნათია თურნავამ.











