fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

18:59 მარტი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
837
ნახვა

საქართველოს საპატრიატრქო ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ყველას მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, მით უმეტეს, ამას არც მალავენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები მასმედიით ნაწილობრივ გაშუქდა და მოსახლეობას გარკვეული წარმოდგენა შეექმნა.

„გუშინ მარტვილში (ჭყონდიდის ეპარქია) განვითარებული მოვლენები მასმედიით ნაწილობრივ გაშუქდა და მოსახლეობას გარკვეული წარმოდგენა შეექმნა. მათთვის კი, ვისაც არ უნახავს კადრები ან მხოლოდ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვს, განვმარტავთ:

ა.წ. 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, წმინდა სინოდმა, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად განაწესა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი).

საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობის შესაბამისად (მართვა-გამგეობის დებულება), ეპარქიის ყველა მღვდელმსახური ვალდებულია, დაემორჩილოს წმ. სინოდის განჩინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პირი სასჯელს ექვემდებარება.

მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) სიტყვიერი და წერილობითი შეგონების მიუხედავად, ორმა დიაკონმა დემონასტრაციულად უარი განაცხადა მღვდელმთავართან თანამწირველობაზე, რაც არის საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა; ამიტომაც შესაბამისი საეკლესიო სასჯელი დაედოთ.

პროტესტის ნიშნად მათ და მათთან დაკავშირებულმა სასულიერო პირთა მცირე ჯგუფმა, აგრეთვე გარკვეულმა საერო პირებმა მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში თავი მოუყარეს მომხრეებს და უხეში ზეწოლით შეეცადნენ, ჩაეშალათ მეუფე სტეფანეს მიერ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული საეპარქიო კრება.

აღნიშნული სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები და ასევე ჟურნალისტები, გაფრთხილების მიუხედავად, ძალმომრეობით შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, რასაც მოჰყვა აივნის მოაჯირის მორღვევა და ხუთი ადამიანის დაშავება (ამ ფაქტის გამო გამოვთქვამთ ჩვენს მწუხარებას).

ვაცხადებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ.

გუშინდელმა კადრებმა დაგვანახა ისიც, რომ ვინც ამ პროცესებს გეგმავს, ყოველგვარ უღირს საქციელზე წამსვლელია. მათთვის კარგა ხანია აგრესია, სიცრუე, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ახლა კი უკვე ძალმომრეობასაც აღარ მოერიდნენ.

მიგვაჩნია, რომ გუშინდელ აქციაში მონაწილეებს მრევლის წევრებად ვერ მივიჩნევთ, რადგან მრევლისთვის ასეთი ქცევა მიუღებელია.

ყველას მოვუწოდებთ, შეინარჩუნოს სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, მით უმეტეს, ამას არც მალავენ.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ხალხი და, კერძოდ, ჭყონდიდის ეპარქიის მოსახლეობა, გამოიჩენს ჩვეულ სიბრძნესა და კეთილგონიერებას და ღვთის წყალობითა და საერთო ძალისხმევით მშვიდობა დამყარდება და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ უკანონი მოქმედებები აღიკვეთება“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია