დაბა აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ეკლესიას ააშენებს. ასევე აშენდება სამრეკლო და დამხმარე ნაგებობა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
ტერიტორია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) უკვე აკურთხა.
წირვას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ცერემონიას მათთან ერთად მონასტრის დედები ესწრებოდნენ.
„ქართუს“ ინფორმაციით, 25 წლის განმავლობაში ფონდის დაფინანსებით 900-მდე ეკლესია-მონასტერს ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მხოლოდ წელს, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 87 ეკლესია-მონასტერში მიმდინარეობს.











