15 ივნისიდან საფრანგეთი კორონავირუსისგან თავისუფალ „მწვანე ზონად“ გამოცხადდა. ამის შესახებ საზოგადოებას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ამცნო,
„ეპიდემიასთან ბრძოლა დასრულებული არ არის, მაგრამ ბედნიერი ვარ ვირუსთან ბრძოლისას მიღწეული პირველი გამარჯვება ვიზეომო“,- განაცხადა მაკრონმა.
ქვეყანაში საბავშვო ბაღები და სკოლები 22 ივნისიდან გაიხსნება, აღდგება კაფეების, ბარების და რესტორნების მუშაობა. თუმცა, მასობრივ შეკრებებზე დაწესებული აკრძალვა კვლავ ძალაში დარჩება.











