საფრანგეთის მთავრობის სამედიცინო მრჩევლის განცხადებით, შესაძლოა, ქვეყანაში სულ მალე მესამე ლოქდაუნის დაწესება გახდეს საჭირო.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ქვეყანაში გასულ კვირას კომენდანტის საათი დაწესდა, თუმცა ამის მიუხედავად ვირუსის ახალი შემთვევების რაოდენობა კვლავ იზრება.
ქვეყნის სამედიცინო მრჩეველმა, პროფესორმა დელფრესმა აღნიშნა, ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, ახლა საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში შემთხვევათა შვიდ-ცხრა პროცენტს შეადგენს და მისი შეჩერება ძნელი იქნება.
„თუ რეგულაციებს არ გავამკაცრებთ, მარტის შუა რიცხვებიდან უკიდურესად რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, – განაცხადა დელფრესიმ.











