საფრანგეთმა სკოლებში სახლში დამზადებული პირბადეების გამოყენება აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეიდან საფრანგეთის სკოლებში სასწავლო პერსონალმა და მოსწავლეებმა მხოლოდ პირველი კატეგორიის პირბადე ატაროს.
საკლასო ოთახებში ფანჯარა ყოველ საათში ერთხელ, რამდენიმე წუთით აუცილებლად უნდა გაიხსნა ფანჯარა. მერხებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მოსწავლე კოვიდის ბრაზიულიური ან სამხრეთ აფრიკული ვარიანტი დაუდგინდება, მისი კლასი ავტომატურად დაიხურება, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კი ტესტირება ჩაუტარდებათ.











