ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 41 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 65 ადამიანი კი, გარდაიცვალა.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 999 043 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 34 210 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











