საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი კიდევ 2 კვირით გახანგძლივდა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ყოველი მეოთხე გარდაცვალება კორონავირუსითაა გამოწვეული.
ბოლო მონაცემებით საფრანგეთში Covid-19-ის 1 915 282 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 139 212 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 42 599-ს მიაღწია.
საფრანგეთის მსგავსად ინფიცირების შემთხვევები მზარდია საბერძნეთში, ხორვატიაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით სულ მსოფლიოში კორონავირუსის 52 681305 შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან გარდაიცვალა 129 2279 ადამიანი.











