საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციები 19 ათასამდე ადამიანმა გააპროტესტა. საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 53 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა.
აქციაზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მოქალაქეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ შემოღებულ ზომას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ყველა მედიკოსი ვალდებული იქნება, ვაქცინაცია ჩაიტაროს. ისეთ საჯარო სივრცეებში კი, როგორიც მაგალითისთვის რესტორანია, მომხმარებელი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ვაქცინაციის პასპორტი ან ნეგატიური ტესტი, რაც მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევს.











