კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საფრანგეთში ლოქდაუნი უკვე მესამედ ამოქმედდა.
ქვეყანაში სკოლები და არასაჭირო მაღაზიები 4 კვირის განმავლობაში დაიკეტება. კომენდანტის საათი ძალაში საღამოს 7 საათიდან დილის 6-მდე იქნება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 4,741,759 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 96,493 ადამიანი.











