საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
მთავრობის პრესსპიკერი სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„ბოლო ერთი წელია ჩვენი ექიმები გმირულად იქცევიან, თუმცა სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი მისაღები არ არის. უპასუხისმგებლობა იქნება ვაქცინაციაზე უარის თქმა მაშინ, როდესაც ექიმი ხარ. მთავრობა თავდაპირველად ეცდება მათ ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდოს. იმ შემთხვევაში თუ ეს მიდგომა შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო გახდეს“,- განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაქცინირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 40%-ია.











