საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის მიხედვით, ფრაქციის შესაქმნელად, პარლამენტის ექვსი წევრის ნაცვლად, შვიდი წევრი იქნება საჭირო. ასევე უქმდება საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი და მოხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია.
დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად კი, შემოდის უფრაქციო დეპუტატის სტატუსი. მომდევნო პარლამენტშიც 15 კომიტეტი იქნება. ეს ცვლილებები მეათე მოწვევის პარლამენტისთვისაა განსაზღვრული.










