„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი – სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. წარადგენს, თუ არა ბრალდების მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობას – უცნობია.
„მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, ვინაიდან მოგეხსენებათ ეს არის მართლმსაჯულების იმიტაცია, რაც ნიკა მელიას საქმეზე ხდება. აღნიშნული პროცესიდან სიახლეებს არ ველით. ნიკა მელია აცხადებს თანხმობას ევროკავშირის გირაოზე, თუკი იქნება გათხოვილი ამნისტიის ის კანონი, რომელიც არის ინიცირებული,” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.











