თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.
სასამართლო პროცესს ნიკა მელია არ ესწრება.
ცნოსბითვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.
პროკურატურამ პარალმენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის.











