ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებული გიორგი რურუას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე თავად ბრალდებული დაიკითხება. ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ამით მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გიორგი რურუა18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











