საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერჯერობით, დაგეგმილი არ არის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქიონირების აღდგენა დაგეგმილი არ არის. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახელებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არსებობს“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.











