“ფაქტია, რომ საქართველო არის ევროკავშირის ერთადერთი ყველაზე ახლო მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში და როგორც არასდროს ჩვენ ისე გვჭირდება მათი მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
„პირველ რიგში მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი გახლავთ შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და თავად ის ფაქტი, რომ ის უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის საკითხი არის ევროკავშირისთვის საქართველოში პოლიტიკურ პარტიების შორის კონსესუსის მოძებნა. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რეგიონში შექმნილი ფონი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისთვის, რომ ჩვენ ყველა შიდა კონსოლიდაციით ამჟამად უნდა ვიყოთ დაკავებული იმ გარე საფრთხეებზე გამკლავების გზების მოძიებით და არა ვთქვათ იმ კრიზისში შეყვანით პროცესის, რა სიტუაციაც არის დღეს. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი , ისე საქართველოს ხელისუფლება, რომ აუცილებელია მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტი.
ორივე მხარე, როგორც შარლ მიშელი, ასევე საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, ცდილობს რომ პროცესი დასრულდეს კონსესუსით – ეს არის ნება ჩვენი მხარის და ასევე, დიდი სურვილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების. ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია ის, რომ პროცესი დასრულდეს ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები”, – აღნიშნა ზალკალიანმა.











