მოლაპარაკებები მიდის და ალბათ მალე იქნება ნათელი, ჯერ ჩვენ რით შეგვიძლია დავეხმაროთ და მათ რა სჭირდებათ“, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სომხეთთან მოლაპარაკება ამ დრომდე მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ამას ოფიციალური სახე მიეცემა.
„სომხეთთან მოლაპარაკებები მიდის. ჩვენი მხრიდან გარკვეული სახის შეთავაზებები იყო. მარტივად შეგვიძლია ჩვენს მეზობლებს გავუწიოთ დახმარება. იქ ჩემი კოლეგები არიან ძალიან ახლო მეგობრები. ჩვენ რაღაც საკითხებში ერთმანეთისთვის ყოველთვის გაგვიწევია დახმარება. მოლაპარაკებები მიდის და ალბათ მალე იქნება ნათელი, ჯერ ჩვენ რით შეგვიძლია დავეხმაროთ, მათ რა სჭირდებათ. შეთანხმდება ეს ყველაფერი და დახმარებას დარწმუნებული ვარ გავუწევთ“, – განაცხადა იმნაძემ.
ამ დროის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 103 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის 227 პაციენტი გარდაიცვალა, 5 226 კი გამოჯანმრთელდა.
COVID-19 დაუდასტურდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსაც.











