fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველო დიდი ბრიტანეთის უახლოესი პარტნიორი და ძლიერი მოკავშირეაა – უენდი მორტონი

14:54 თებერვალი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები  და ვხვდები ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ზალკალიანს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები.

ჩვენ გამოვხატავთ განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მთლიანი რეგიონის სტაბულურობისა და სიცოცხლისუნარიანობის მიმართ.”- ამის შესახებ ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა უენდი მორტონმა  საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უენდი მორტონმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვარს შევიდა.

„აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის  ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის და ხაზს უსვამს საქართველოსთან ჩვენი მტკიცე კავშირების მნიშვნელობას“, – აღნიშნა ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა.

უენდი მორტონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები მომავლაშიც გაგრძელდეს და გაფართოვდეს.

მისი თქმით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებობს უამრავი  სფერო, სადაც შესაძლებელია კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება.

უენდი მორტონის განცხადებით, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე ხაზი  ასევე გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.

„მე დღეს ვესაუბრე მინისტრ ზალკალიანს იმის შესახებაც, თუ რა შეიძლება ერთობლივად გაკეთდეს მიმდინარე პანდემიასთან გამკლავების მიზნით, ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს ქვეყნებში ეკონომიკური აღდგენის პროცესი მტკიცე და მდგრად “მწვანე“ საფუძველს დაემყაროს.“- აღნიშნა უენდი მორტონმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უენდი მორტონი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან, საქართველოს პრემიერთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან. მინისტრი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია