უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დადასტურდა, რომ ერთა ლიგის დარჩენილ ორ საშინაო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში, ახალ სტადიონზე გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და ვადაზე ადრე დასრულდა, მაგრამ მისი გახსნა პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო.











