საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს. ვუსამძიმრებთ ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს, მეგობრებსა და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ჩვენ ავსტრიელებისა და მთელი მსოფლიოსადმი სოლიდარულები ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
ვენის ცენტრში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა – განახლებული ინფორმაცია











