დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, ინდური კორონავირუსის შტამი საქართველოშიც შემოვა, რადგან „საქართველო არის დედამიწაზე. ამის შესახებ პაატა იმნაძემ ჩტარებულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როდესაც მთელ მსოფლიოში რამე გავრცელდება, საქართველო არის დედამიწის ნაწილი. როცა ვირუსი ყველგან გავრცელდება საქართველო მთვარეზე არ არის. როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო ვერ ჩაიკეტება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.











