fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველო NATO-ში ახლავე უნდა მიიწვიონ – ბენ ჰოჯესი

07:59 დეკემბერი 2, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
822
ნახვა

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ. ეს განცხადება ბენ ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დროს გააკეთა.

„კრემლს არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს იმას, რისი გაკეთებაც ქართველს ხალხს, ალიანსს ან ევროკავშირს სურთ“, – აღნიშნა ჰოჯესმა.

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ასევე ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც მისი აზრით, აშშ-მა უნდა გააკეთოს საქართველოს მხარდასაჭერად. ჰოჯესის თქმით, საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ.

„პირველი – ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მან კიდევ ერთ ნაბიჯად, უფრო მეტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაასახელა. მესამე ნაბიჯად გენერალი საქართველოში სამხედრო ინფრასრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას მიიჩნევს.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის აზრით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იმუშაონ ცნობადობის გასაზრდელად და ინვესტიციების მოსაზიდად. მან ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტის პროექტის შეჩერების გამო იმედგაცრუებულია.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდა. საქართველო სერიოზულად იყო განწყობილი ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოს სერიოზულად ჰქონდა განზრახული გამხდარიყო დამაკავშირებელი პორტალი. ანაკლიის პორტის მშენებლობა უკანასკნელი რამაა, რაც კრემლს შეიძლება სურდეს. კრემლს არ სურს მსხვილი დასავლური ინვესტიციები საქართველოში, რადგან ასე დასავლეთი უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა

ამასთან ერთად, ბენ ჰოჯესმა აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, როდესაც საქართველო ცდლობს არჩევნების გამჭვირვალობის, მედიის თავისუფლების, მთავრობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

„აშშ ასევე უნდა იყოს საქართველოს გვერდით, როდესაც ის კრემლის პირისპირ დგას. აშშ-მ უნდა მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის საქართველოს გვერდით არის“, – განაცხადა ჰოჯესმა.

თეგები: NATOბენ ჰოჯესისაქართველო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნახეთ ყველაზე მეტად დაინფიცირებული რეგიონები – კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

დეკემბერი 9, 2021
846
მთავარი ამბავი

63 გარდაცვლილი და 3562 ინფიცირებული – 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

დეკემბერი 9, 2021
793
მთავარი ამბავი

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დეკემბერი 8, 2021
850

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია