ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანა „წითელი ჯვრისგან“ საჩუქრად 100 ათას დოზა სინოფარმს მიიღებს.
მინისტრის თქმით, ვაქცინა ქვეყანაში შაბათს შემოვა.
„გვაქვს სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს სინოფარმს, მადლობა მინდა, გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ 100 ათას დოზა სინოფარმს შაბათს საჩუქრად მივიღებთ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს სინოფარმზე, როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
8 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 366 678 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.0%
სრულად ვაქცინირებულია 509 722 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 17.8%. 7 სექტემბერს აიცრა 27 011 ადამიანი.











