გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში დირექტორი, მიხაელ ზიბერტი მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, გაუხსნას საზღვრები გერმანიასა და ევროკავშირის კიდევ ოთხი წევრი ქვეყნის მოქალაქეებს.
ამის შესახებ ზიბერტი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„საქართველომ საზღვრები გაუხსნა გერმანიისა და ევროკავშირის კიდევ ოთხი წევრ ქვეყანას. მივესალმებით ამ ნაბიჯს, როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მიმოსვლის ნორმალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს“, – წერს მიხაელ ზიბერტი.
Georgia has announced lifting of travel restrictions for Germany ?? and four other EU member states ???? ?? ??! A welcome step towards normalization of travel regulations with all EU member states. pic.twitter.com/NxJeKGCap8
— Michael Siebert (@GERonOstpolitik) July 8, 2020
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 5 ქვეყანას საზღვრები გაუხსნა. ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანამ განაცხადა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – წესები, რომლის დაცვაც საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს მოუწევთ











