“დღეს, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
“პროექტი რამდენიმე ქვეკომპონენტს მოიცავს და ყველა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკის დიჯიტალიზაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. რაც შეეხება ეროვნული ბანკის კომპონენტს, ესაა სწრაფი გადახდების სისტემა, რომელიც მუდმივად, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ვფიქრობთ, რომ პროექტის დასრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დაჭირდება. საქართველოს მომავალი წლის ბოლოსთვის ექნება ახალი საგადახდო სისტემა, რომელიც იქნება სწრაფი, მყისიერი და იაფი გადახდის საშუალება”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკი ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.











