საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ისინი თავს კარგად გრძნობენ. კოვიდინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
“კარგად ვგრძნობ თავს, უბრალოდ, კორონა გაქვსო ტესტმა მიჩვენა, დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა. დაუდგინდა ასევე ნაკრების ორ წევრს, რომლებსაც ნაკრებთან შეხება არ ჰქონიათ, სპორტსმენები ყველანი იზოლაციაში იმყოფებიან”, – განაცხადა საქართველოს ძიუდოისთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელა, ლაშა გუჯეჯიანმა “რუსთავი 2-თან”.











