fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს ელჩი ისრაელში TDI-ის განცხადებას მიტროპოლიტის ანტისემიტურ ქადაგებაზე ცილისწამებას უწოდებს

14:51 დეკემბერი 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
913
ნახვა

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“(TDI) განცხადებას ეხმიანება.

TDI-ის განცხადებაშია ნათქვამი, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ლიტურგიისას ებრაელი ერი „დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია“.

ლაშა ჟვანია აღნიშნავს, რომ ეს ცისწამებაა:

„ახალი ცილისწამებები საქართველოს ეკლესიის მსახურების წინააღმდეგ. ამჯერად საქართველოს ფარგლებს გავცდით და მთელი მსოფლიო გავაოცეთ, რომ თითქოს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ანტისემიტურ განცხადებებს ავრცელებს და ებრაელ ერს შეურაცხყოფას აყენებს!!! მაშინ, როცა მეუფე იოანე საუბრობს მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტზე და ციტირებას უკეთებს წმინდა ამბროსი მედიოლანელის 1600 წლის წინანდელ დიალოგს მეფესთან. შემდეგ კი სახარებიდან მათ მიმართ, ვინც ეკლესიას ცილს წამებს, მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები “ურწმუნო მოდგმის” ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და დასძენს, რომ ეს ფრაზა არ შეიძლება ეთნიკური საზომით გავზომოთ და რომელიმე ერს მივუსადაგოთ, არამედ განზოგადებულია კაცობრიობის ურწმუნო მოდგმაზე. (წაიკითხონ მარკოზის სახარება).

32 წელია ვიცნობ მის მაღალყოვლადუსამღვდელოსეობა იოანეს! დღეს მადლობა მინდა ვუთხრა – ებრაელების და სხვა ერების სიყვარული და პატივისცემა ოჯახიდან თუ მომდიოდა, მეუფე იოანემ გამიძლიერა თავისი დიდი დიდსულოვნებით და კაცთმოყვარეობით. ვისაც კითხვა გაუჩნდება, ყურადღებით მოისმინოს მეუფის 20 დეკემბრის ქადაგება.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ქართველების და ებრაელების ღვთივკურთხეული მეგობრობის წინააღმდეგ გადადგმულ, შეთხზულ ამ მტრულ ქმედებას ებრაელთა დიდი მეფის, წმინდა დავით წინასწარმეტყველის, საქართველოს ეკლესია ასე მოწიწებით, დიდი პატივისცემით რომ სასოებს და მსოფლიოში ერთადერთი მისი სახელიბის ტაძარიც კი ააგო, ფსალმუნი დავუპირისპიროთ: “ არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი”“, – წერს ლაშა ჟვანია.

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, იოანე გამრეკელის ანტისემიტური ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია.

„20 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იოანემ, ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა „ქრისტიანთა მდევნელი” და „ურწმუნო მოდგმა”. ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

თეგები: ისრაელის საელჩოლაშა ჟვანია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ისრაელელი ვიზიტორების გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება

ივლისი 30, 2021
816
მთავარი ამბავი

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

მაისი 18, 2021
822
მთავარი ამბავი

ისრაელში საქართველოს ელჩი თანამემამულეებს უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

მაისი 15, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია