საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
23 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1566 ლარი ეღირება, ევრო – 3.7545 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3810 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1653 ლარი ღირდა, ევრო – 3.7658 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3947 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 ივნისს ამოქმედდება.









