საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების შეფასებისას “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე მომავალშიც არსებობს. მისი თქმით, ხელისუფლება ასეთ შემთხვევებში მხოლოდ “ცეცხლის ჩაქრობით” იფარგლება რაც პრობლემის აღმოფხვრას არ ნიშნავს.
რუსუდან გოცირიძე მთავრობის მხრიდან გრძელვადიანი მიდგომების საჭიროებაზე საუბრობს, რათა მომავალში მსგავსი დაპირისპირებები აღარ განმეორდეს.
„საფრთხე ნამდვილად არსებობს დაძაბულობისა, იმის გამო, რომ სამწუხაროდ, მსგავს სიტუაციებში, რა თქმა უნდა, როცა ხანძარია, სასწრაფოდ ცეცხლი უნდა ჩაქრეს, მარგამ, როგორც წესი, სახელმწიფო იფარგლება ხოლმე ცეცხლის ჩაქრობის ფუნქციით და მთავრდება ყველაფერი. საუკეთესო შემთხვევაში, ეს იყო კონფლიქტის კერა, ცეცხლი ჩაქრა, დამშვიდდა, მაგრამ რიტორიკა, რომელიც არსებობს ხელისუფლების მხრიდანაც, ზოგადად საზოგადოებაში, ამას სჭირდება კარგად გააზრებული გრძელვადიანი მიდგომა,” – ამბობს რუსუდან გოცირიძე.











