„ახალი დასაწყისი ჩვენ გვაძლევს იმედს და ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი ჩვენი საერთო მიზნების მიმართ“,- ამის შესახებ საქაართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, ჩვენი ფასეულობებისგან და ის არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული.
დამოუკიდებლობის დღიდან ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი საკითხი, რომელზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და ამაზე არასდროს არ ვკამათობთ,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. უკვე შეკრებილები არიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტები.











