„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიონ“ – ამის შესახებ – სენატორმა რონ ჯონსონმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიონ.
მათ უნდა გაიაზრონ, რომ ეს მათ ინტერესებშია.
საქართველოს ინტერესებშია, რომ ეს უთანხმოება გადაწყდეს და მხარეები დემოკრატიის მძიმე მუშაობას დაუბრუნდნენ“, – აღნიშნა სენატორმა.











