Eurobasket 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთში შვეიცარიის ნაკრებს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულის სხვაობით, 84:91 გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპირველობაზე მასპინძლის სტატუსით გარანტირებულად იასპარეზებს, ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩი მოიგო და E ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს.
დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო მექულე საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული ამერიკელი კალათბურთელი, ტად მაკფადენი გახდა, რომელმაც მეტოქის ფარზე 24 ქულა მოაგროვა.
ილიას ზუროსის გუნდმა პირველი ტაიმი 39:46 მოიგეს, მეორე ნახევარი კი ფრედ, 45:45 დასრულდა.
ქართველი კალათბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 2021 წლის გაზაფხულზე, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.











