საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 9 იანვარს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და მისი პასუხი უარყოფითია.
ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქს არანაირი სიმპტომი არ ჰქონია და ტესტირება პრევენციისთვის ჩატარდა.











