fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„საქართველოს მარადისობის დღის“ დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

14:29 აპრილი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

„საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც “პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„უკიდურესად დესტრუქციული ძალები და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები მოქმედებენ ყოველგვარი სამართლებრივი თუ ეთიკური წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ და მავნებლურ ამოცანებს.

პოლიტიკურად ანგაჟირებული მცირერიცხოვანი რადიკალური ჯგუფების მიერ თბილისის ქუჩებში განხორციელებული დემონსტრაციული ძალადობა და ადამიანის შეურაცხყოფა და მათთან უშუალო კავშირში მყოფი კარგად დაფინანსებული მედიასაშუალებების მიერ საკუთარ ეკრანზე ყოველდღიურად მოწყობილი ბაკქანალია, მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზაციას და მოშლას.

იმას, რასაც საზოგადოება ხედავს ქართულ მედიასივრცეში: აღვირახსნილი პროპაგანდა,ყალბი ცნობების (FAKE NEWS) გავრცელება, ცილისწამება, ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულირება, ფსიქოლოგიური და მორალური წნეხი, მასობრივი პანიკის დათესვის მცდელობა, არაფერი აქვს საერთო ჯანსაღი კრიტიკისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებთან და ავანტიურისტი პოლიტიკოსების სოციალური და პოლიტიკური რევანშის დაუოკებელ წყურვილს ემსახურება.

არსებულ მდგომარეობას ამძიმებს პანდემია, გამწვავებული სოციალურ – ეკონომიკური ფონი და ხელისუფლების უსუსურობა განახორციელოს სახელმწიფოს სუვერენული უფლება: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს სტაბილურობა.

ვაცნობიერებთ, რომ ამგვარმა დესტრუქციულმა პროცესებმა და ხელისუფლების არაეფექტურმა მართვამ ქვეყანაში ქაოსი და განუკითხაობა შეიძლება გამოიწვიოს და მოვითხოვთ: ხელისუფლებამ შეასრულოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და უზრუნველყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა, მშვიდობა და თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა.

ჩვენ, საზოგადოების აქტიური ნაწილი, ჩვენი მხრივ, ვქმნით ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია