აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამის შესახებ მან GIP-ის დემოკრატიის ყოველწლიური რიგით მე-5 კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკა ყოველთვის გააგრძელებს ფოკუსირებას სტრატეგიულ რეგიონებზე.
„საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამერიკის მხარდაჭერა არა მხოლოდ საერთო ღირებულებებზე დგას, არამედ ეს ასევე არის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები. გვიხარია, რომ დამტკიცდა საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის შეთანხმების შედეგი იყო. ეს უსვამს ხაზს მნიშვნელოვან ვალდებულებას, რომელიც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამერიკა ყოველთვის გააგრძელებს ფოკუსირებას სტრატეგიულ რეგიონებზე. ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება საქართველოს წარმატებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელჩმა.











