საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით ვმუშაობთ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ.
„ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით.
ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვაიძულებთ, რომ დატოვონ ქვეყანა. პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ამ შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყოს ის, რომ ეს არის არა სამუდამოდ წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც უკვე კვალიფიკაცია ამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ის გამოცდილება, რომელსაც შეიძენენ ქვეყნის გარეთ. რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან“,- დავით ზალკალიანმა.











